ჭიათურაში გიორგაძის ქუჩაზე შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს

13/07/2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ჭიათურაში გიორგაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გიორგაძის ქუჩაზე შიდა საუბნო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ორბიტა” აწარმოებს.
გიორგაძის ქუჩაზე საავტომობილო გზა სრულიად ამორტიზებული იყო და აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ზურაბ კუაპტაძემ სამგზავრო საბაგიროების მშენებლობის პროცესიც დაათვალიერა. გამგებელი ლეჟუბნის სადგურზე იმყოფებოდა, სადაც ამ დროისათვის რკინის კონსტრუქციის აწყობა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0