ჭიათურის მერმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

28/12/2017

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ ისრაელის ქალაქ კირიათ იამის ვიცე-მერს მურად ფაზიცკის უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ჭიათურის მერს ისრაელში მოღვაწე ცნობილი ქორეოგრაფი, ქალაქ კირიათ ბიალიკის საკრებულოს წევრი, ხაიფისა და ჩრდილოეთ ოლქის. ქართული კულტურისა და ხელოვნების საზოგადოების თავმჯდომარე შოთა წვენიაშვილი, ქალაქ ტირათ კარმელის მუნიციპალიტეტის იურიდიული მრჩეველი მოშე ელიკი და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეილა ნოდია შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს ჭიათურისა და ისრაელის ერთ-ერთ ქალაქს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრის ბოლოს მურად ფაზიცკიმ ჭიათურის მერს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0