ჭიათურის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური პრობლემების კვლევას იწყებენ

21/09/2017

ჭიათურის სოფელ გეზრულის სკოლის ეკოკლუბი ინტენსიურ თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან აგრძელებს. ამჯერად ჭიათურის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების თანადგომით დაიწყო პროექტი „ეკოლოგიური პრობლემების კვლევა ჭიათურის მუნიციპალიტეტში“.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში 18 ადმინისტრაციული ერთეულია. ყველა ერთეულს გადაეგზავნა კითხვარი, რომლის შევსებული ვარიანტები თავს მოიყრის ჭიათურის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილებაში, საიდანაც გეზრულის სკოლის ეკოკლუბი მიიღებს ინფორმაციას და გაგრძელდება ინფორმაციის დახარისხება-ანალიზი. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც სხვადასხვა ტიპის ორგანაიზერით წარმოდგენილი იქნება ეკოპრობლემების კვლევის შედეგები.
განყოფილების უფროსი თეონა სხირტლაძე ამბობს , რომ ამგვარი თანამშრომლობა თვითმმართველობასა და მოწავლე-ახალგაზრდობას შორის არა მარტო ეკოინფორმირებულობას წაადგება, არამედ _ სამოქალაქო შეგნების ამაღლებასაც.
პროექტის ერთ-ერთ დადებით მხარედ ითვლება ისიც, რომ თვითმმართველობის ერთეულები თავად წარმოადგენენ პრობლემის მოგვარების გზას და შესაძლებლობის ფარგლებში, მისი აღმოფხვრაც, შესაძლოა, დაიწყოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0