ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება

14/07/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 194 191 (ას ოთხოცდათოთხმეტი ათას ას ოთხმოცდათერთმეტი) ლარს შეადგენს.
ჭაბურღილის მოწყობით დაკმაყოფილდება მოსახლეობის მოთხოვნა.
პროექტის განხორციელებით სარგებელს 250 კაცი მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0