ხაბელაშვილებში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა

28/02/2017

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით სოფელ ხაბელაშვილებში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში ჭვანის ხეობის სხვადასხვა სოფლის ეთნოგრაფიული ყოფაცხოვრების ამსახველი ექსპონანტები და ხალხური რეწვის ნიმუშებია განთავსებული, რომლებიც სპეციალურად მუზეუმისთვის ამავე სოფლის მკვიდრმა ტარიელ ბოლქვაძემ შეაგროვა. მუზეუმის გახსნას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე, გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძე, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ცისანა მარინდაშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0