ხანგრძლივი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ბორიმელამ ხიდრის ცენტრალური გზა დააზიანა

17/10/2017

გზის დაზიანებული მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მაღრაძემ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თემური თაბუკაშვილმა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, უკვე იწმინდება მდინარის კალაპოტი და მიმდინარეობს გზის გამგრებითი სამუშაოები. სამუშაოებში, ასევე, აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0