ხარაგაულის ადამინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

23/01/2018

ხარაგაულის ადამინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის სტიქიის ფონდიდან, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით, (#2712) ხარაგაულისთვის, 1 650 000 ლარი გამოიყო.
მერიამ ხარაგაულის სოფლებში დაზიანებული გზების, ხიდების, ხიდბოგირების აღდგენის, ასევე, ნაპირსამაგრი და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ტენდერები უკვე გამოაცხადა.
გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ხარაგაული უხვმა ნალექმა ორჯერ დააზარალა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა სტიქიის ფონდიდან დააფინანასება ორ ეტაპად მიიღო. პირველ ეტაპზე გმოყოფილი 700 000 ლარით, სტიქიური მოვლენისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის აღდგენილია, ხოლო ზემოთ აღნიშნული თანხით(1 650 000 ლარი) მერია, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციას განახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0