ხარისხის ცენტრმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა

07/03/2017

პირველად საქართველოში, უმაღლეს სასაწავლებლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შეფასების პროცესში ექსპერტებთან ერთად, დამსაქმებლები და სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალმხრივ, გამჭვირვალე და სრულფასოვან შეფასებას და იგი ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს შორის, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების პროცესის თვისებრივი გაუმჯობესების მიზნით განახორციელა.
ასევე წელს პირველად, შეფასების პროცესის დახვეწის მიზნით, ცენტრი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან. თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობით მომზადდება შეფასების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტები გაივლიან შესაბამის მომზადებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0