ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება

28/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებით დახმარების პროცესი გრძელდება. დღეს პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მეტრეველი. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად პროდუქტების გაცემაში აქტიურად არიან ჩართული ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული დახმარებით ხაშურში, სურამსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები1824 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახი ისარგებლებს, რომელთაც ზეთი, ბურღულეული და სხვა პროდუქტები გადაეცემა. პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 79 980 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0