ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარების პროცესი გრძელდება

30/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოქალაქეთა დახმარების პროცესი გრძელდება. დღეს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მიერ გადმოცემული საკვები პროდუქტები უკიდურესი საჭიროების მქონე მრავალშვილიან (5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი)ოჯახებს გადაეცა. მრავალშვილიან ოჯახებს “სოკარის” ნობათი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დაურიგეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0