ხაშურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

07/09/2017

სურამში, რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა, იგება ფილები, ცენტლაურ გზასთან დამაკავშირებელი გორგასლის ქუჩა კი უკვე სრულად არის მოასფატებული. გორგასლის ქუჩაზე დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომლის არარსებობის გამო სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. რუსთაველის და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 100 224 ლარია გამოყოფილი და მიმდინარე სამუშაოების ოქტომბერში დასრულდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0