ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოწოლოლი მიწის მასიგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

16/10/2017

დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოწოლოლი მიწის მასიგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად შექმნილი ვითარება მართვადია.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოწოლოლი მიწის მასისგან ზედა თხილნარში,სოფელ წინსვლაში და აგარაში საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მეწყრულმა პროცესებმა პრობლემები შექმნა სხვა სოფლებშიც სადაც გამგეობის მიერ მობილიზებულია ტექნიკა. სოფელ ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასისგან გაწემენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. სპეციალისტთა რეკომენდაციით ლოკაციაზე სამუშაოების დაწყება ამ დროისთვის მიზანშეწონილი არ არის.
უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივ მოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0