ხელვაჩაურში გზების დაბეტონება მიმდინარეობს

15/07/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭარის პროგრამის“ ფარგლებში გზების დაბეტონება გრძელდება. დღეს შიდა სასოფლო გზები მოსწესრიგდება სოფლებში: ზანაქიძეები, ფერია, მნათობი და სალიბაური. სამუშაოები აქტიურად მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყო.
„სოფლის მხარდაჭარის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „იმპულსი და ინდივიდი“აწარმოებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 2016 წლის 20 ოქტომრამდე უნდა შეასრულოს.
პროექტის ღირებულება 1 401 335 ( მილიონ ოთხასერთიათას სამასოცდათხუთმეტი) ლარია. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში ადგილობრივების უმრავლესობის გადაწყვეტილებით უნდა მოწესრიგდეს შიდა სასოფლო გზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0