ხელისუფლებამ პოლიტიკური სპექტრი დაჰყო ჩვენიანებად და სხვისიანებად და მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია

13/10/2017

ხელისუფლებამ პოლიტიკური სპექტრი დაჰყო ჩვენიანებად და სხვისიანებად და მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსენსუსით, ჩავარდა. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, ხელისუფლებამ ამ საკითხს შეხედა ისე, რომ დაჰყო პოლიტსპექტრი ჩვენიანებად და სხვისიანებად. თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვა დანარჩენები – მტყუანნი. კიდევ ერთხელ მოახდინა, მათი აზრით, ,,კარგი საქმე“ – საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით გაიაზრა , რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ამიტომ საქართველოს კონსტიტუციას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო და თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0