ხობში „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

20/11/2019

სამთავრობო პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ზემო ქვალონის, ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს და ქალაქ ხობის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად: შიდა გზების, სანიაღვრე არხების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, გაზიფიცირება და ნაგვის ურნების დამატება დაასახელა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული. მიმდინარეწელს, ხობის მუნიციპალიტეტის ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრები. „ღია შეხვედრები“ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დასახლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0