​მიხეილ ჯანელიძე სენატორ გრემს შეხვდა

24/03/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სენატორ ლინდსი გრემთან. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის მიმდინარე წლის 7 მარტს სენატის ასიგნებების კომიტეტში საქართველოს შესახებ მოსმენის ინიცირებისთვის, სადაც აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მოხსენებით წარსდგა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ლინცი გრემს, სენატორ მაკკეინთან ერთად 2017 წლის 1 იანვარს საქართველოში სტუმრობისთვის.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთიანობისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0