1-3 სექტემბერს შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

01/09/2016

შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალს გურია უმასპინძლებს
4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე დიდ ქართულ სცენაზე
1,2 და 3 სექტემბერს, ოზურგეთსა და შეკვეთილში, შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი წელს პირველად ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება და გურია მასპინძლობს.

ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. დიდ ქართულ სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ანსამბლი და 400-მდე მონაწილე ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს წარმოგვიდგენენ. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს, კერძოდ – 1 და 2 სექტემბერს, ქართველი და უცხოელ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს, 3 სექტემბერს კი გალა კონცერტი გაიმართება შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში „Black Sea Arena”, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერია.
ფესტივალის პროგრამა:

1 სექტემბერი, 12:00 სთ. – ოზურგეთი, „ჭადრების ბაღი“
ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“, „იადონი“, „რეხეული“, „ამაღლება“, „გურია“, „აცაურა“, „მხედრები“, ტრიო „ხელხვავი“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „შემოქმედი“; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 12:00 სთ. – ოზურგეთი, „ჭადრების ბაღი“
Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, გოგონათა ანსამბლი „იალონი“, ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“, ფოლკლორული ანსამბლი „შუახევი“, „ძველითაობა“; (დასწრება თავისუფალია)

2 სექტემბერი, 20:00 საათი – ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი
Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey, ანსამბლები – „რუსთავი“, „ბასიანი“, მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი“, გოგონათა ანსმბლი „იალონი“, ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“; (დასწრება თავისუფალია)

3 სექტემბერი, 20:00 საათი – შეკვეთილი, „Black Sea Arena”
ანსამბლები – „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „ლაგუშედა“, „ფესვები“, „მარეთი“, უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“, Quartet Nagelfluh – Switzerland, Su Cuncordu ‘e Sette Dolores – Sardinia, Italy, KTU State Conservatory Black Sea Music and Dance Ensemble–Turkey. (ბილეთები იყიდება www.tkt.ge – ზე, ასევე Black Sea Arena-ს სალაროებში.)

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „Black Sea Arena”-ს მხარდაჭერით გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0