14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14/11/2019

ვერძი
დღეს მაქსიმალურად წინდახედული იყავით, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. დღეს აგრეთვე მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები პარტნიორთან. საღამოსკენ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და მოგვარდება.

კურო
დღეს თქვენ შეძლებთ იმაზე მეტის გაკეთებას ვიდრე გეგმავდით, ნებისმიერ საქმეს იოლად გაუმკლავდებით, მთავარია ეჭვი არ შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებობებში. დღევანდელი დღის ყველა სიძნელეს იოლად დაძლევთ.

ტყუპი
მოიკრიბეთ მოთბინება და საკუთარი მოსაზრებები მყარად დაიცავით. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება ფინანსებთან მიმართებაში. გახსოვდეთ! თქვენ ნებისმიერ სირთულესთან შეგიძლიათ გამკლავება, ნუ აყვებით ემოციებს. საღამოსკენ მოსალოდნელია შეხვედრა.

კირჩხიბი
სავსებით შესაძლებელია, რომ გარკევული გარემოებების გამო ძალიან რთულ პროექტს მოკიდეთ ხელი. საქმე იმაში არაა, რომ თქვენ მას ვერ გაუმკლავდებით, უბრალოდ შეიძLება ნაადრევია ჯერ მისი წამოწყება და უმჯობესია მოთბინება მოიკრიბოთ. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მაშIნ ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი
შეეცადეთ ერთმანეთისგან გამოყოთ ძალიან და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები. ამით დროის სწორად გადანაწილებას შეძლებთ და ყველაფერს მოასწრებთ.

ქალწული
არჩევანის გაკეთებისას მიენდეთ ინტუიციას. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ თუ საქმეს, რომელსაც აკეთებთ არ მოაქვს შემოსავალი შესაძლოა ღირდეს ახალი სამსახურის მოძებნა.

სასწორი
სიფრთხილე გამოიჩინეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობისას. რაციონალურად და საღად თუ შეხედავთ საქმეებს მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება.

მორიელი
სიჩქარე თქვენი მტერია. გულდასმით გადახედეთ შესრულებულ სამუშაოს, რამე არ გამოგეპაროთ, თორემ დაზარალებული თქვენ აღმოჩნდებით.

მშვილდოსანი
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ და მოუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, ნუ შეუქმნით საკუთარ თავს დამატებით პრობლემებს. მთელი დღე დაძაბული იქნებით, შეეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ ნერვები.

თხის რქა
კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის და შეხვედრებისთვის. შესაძლოა საფუძველი ჩაეყაროს მომავალ წარმატებულ ბიზნესს და გრძელვადიან პარტნიორობას.

მერწყული
მაქსიმალურად გამოიყენეთ დღეს თქვენი საქმიანი შეხედულებები. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანს მოლაპარაკების და სარფიანი საქმის წამოწყების.

თევზები
ბევრი ადამიანი, მათ შორის თქვენთვის ძვირფასი, მოქმედებს თქვენ ზურგს უკან ფარულად. ისინი შესაძლოა იყვნენ ბავშვები ან მშობლები, შეყვარებული ან კოლეგები. უმჯობესია თუ თქვენი გეგმები ემთხვევა ან საერთო სტაბილური საფუძველი გააჩნიათ, ამგვარად პარტნიორები გახდებიან თქვენი საყრდენი და არ გადაიქცევიან ფარულ და საშიშ კონკურენტებად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0