16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15/09/2017

ვერძი
ახალი ვალდებულებები გამოგიჩნდებათ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კურო
დასვენების დღის მიუხედავად სამსახურის საქმეებსა და საოჯახო ვალდებულებებს ვერსად გაექცევით. საღამოს ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.

ტყუპი
ყურადღება გმართებთ სიახლეებისადმი. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

კირჩხიბი
შეამცირეთ გადაადგილება, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დიდ დროს ითხოვს საოჯახო საქმეები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი
დილა წვრილ-წვრილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ახალი თანამოაზრე გაგიჩნდებათ. საღამოს მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟებენ.

ქალწული
ცვლილებებია მოსალოდნელი საქმეებში, პარტნიორულ ურთიერთობებში. შეამცირეთ დიალოგი არასაჭირო ადამიანებთან. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
დღის პირველი ნახევარი საქმეებს დაუთმეთ. ცვლილებები გელით შუადღის შემდეგ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მშობლებთან, სასიყვარულო პარტნიორთან.

მორიელი
დილა საქმიან შეხვედრებს, ხანმოკლე მგზავრობას დაუთმეთ. ნუ ენდობით პარტნიორებს, მეგობრებს. ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა კარდინალურად შეგეცვლებათ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს, მგზავრობას. დაიზღვიეთ თავი სტრესული სიტუაციებისგან, განსაკუთრებით დეკემბერში დაბადებულებმა.

თხის რქა
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მოსალოდნელია ცვლილებები კარიერაში, პირად ურთიერთობაში.

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, წვრილმანებს, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ურთიერთობებში.

თევზები
დილა მნიშვნელოვან საქმეებს დაუთმეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს ნუ გამოაკლდებით მხიარულ წვეულებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0