2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% , ხოლო მხოლოდ აგვისტოში 4.3% შეადგინა

29/09/2017

წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% , ხოლო მხოლოდ აგვისტოში 4.3% შეადგინა.
მიმდინარე წლის აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
· დამამუშავებელი მრეწველობა
· სასტუმროები და რესტორნები
· ოპერაციები უძრავი ქონებით
ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და სხვა ხელშემწყობმა ფაქტორებმა.
· 8 თვეში 28.5%-ითაა გაზრდილი საქართველოდან ექსპორტი.
2017 წლის ივლისში:
· დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით გაიზარდა 14%-ით;
· 22%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
ტურიზმიდან შემოსავლები 8 თვეში 29.1%-ით გაიზარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0