2018 წლის ბიუროს პირველ სხდომა გაიმართა

05/01/2018

2018 წლის, ბიუროს პირველ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პირად და საპარლამენტო ცხოვრებაში.
ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ეხება ფაქტობრივად ყველა კომიტეტის მიერ განხილვისას უკუქმედების ახალ მექანიზმს. მისი თქმით, ინიციატორები მზად არიან, რომ პროექტის ფართო განხილვა შედგეს. ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე და გიორგი კახიანი. საკითხი განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა.
ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები და დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0