28 ივლისს სპინინგით თევზჭერაში ფოთის ღია პირველობა იმართება

28 ივლისს სპინინგით თევზჭერაში ფოთის ღია პირველობა იმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 30-მდე მეთევზე მიიღებს. ღონისძიება ლარნაკას ქუჩის მიმდებარე, მარტოწყალას ტბაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურიზმის განვითარების ცენტრის და მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. შეჯიბრი დილის 5 საათიდან დაიწყება. გამარჯვებული კი დღის ბოლოს გამოვლინდება. სპინინგით თევზაობაში გამარჯვებულებს მედლები და სიმბოლური პრიზები გადაეცემათ. ღონისძიების მოწყობის მიზანია სამოყვარულო და სპორტული თევზაობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და პოპულარიზაცია.

Visited 183 times, 1 visit(s) today