29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29/10/2019

ვერძი
ფაქტებზე დაყრდნობით იხელმძღვანელეთ და ლოგიკური დასკვნები გამოიტანეთ. მოერიდეთ პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გართობაზე ნაკლები უნდა იფიქროთ.

კურო
დღეს გარშემო მყოფებში ახალ ნიჭსა და პოტენციალს აღმოაჩენთ. ახალი იდეები თანამოაზრეებს გაუზიარეთ. მათი დახმარებაც დაგჭირდებათ. გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

ტყუპი
უკან არ დაიხიოთ, იყავით მეტად მიზნამიმართული. ნაკლები დრო დახარჯეთ გართობაზე და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

კირჩხიბი
აცადეთ, გარშემო მყოფებსაც, რომ ისინიც გახდნენ პოპულარულები და მოიპოვონ პატივისცემა. მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. მხიარული წვეულება გელით.

ლომი
ნუ იქმნით ცუდ განწყობას, არ არსებობს სირთულე, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. გაუფრთხილდით ფულს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. ისინი შეიძლება ხარვეზიანი გამოდგეს.

ქალწული
უსიამოვნება მშვიდად მოაგვარეთ, არ გაამწვაოთ სიტუაცია, უმჯობესია, მოითმინოთ, ვიდრე გაიფუჭოთ ადამიანთან დამოკიდებულება. დრო მოვა და მიხვდება თავის შეცდომას.

სასწორი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ერთ ადგილზე გაიყინეთ და ვეღარ ვითარდებით. გადახედეთ მიტოვებულ საქმეებს. იქნებ, მათი დასრულების დრო დადგა?

მორიელი
გარშემო მყოფებზე დიდ გავლენას ახდენ. ისინი ყველა თქვენს მითითებას უსიტყვოდ შეასრულებენ. ახალდაწყებული ნაცნობობა შეიძლება თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, აჩქარებით საქმეები არ გაიფუჭოთ. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად მშვიდად განიხილეთ.

თხის რქა
ახალი პროექტების დაწყება კარგია, მაგრამ ძველ შეცდომებს თუ არ გაითვალისწინებთ, არაფერი გამოგივათ. მოიმატებს გაურკვევლობა გარშემო მყოფებში.

მერწყული
საინტერესო ადამიანებთან იკონტაქტეთ და ლოგიკურად იმსჯელეთ. თუ წვეულების მოწყობას აპირებთ ან მგზავრობას, გადაამოწმეთ ყველა დეტალი და ნიუანსი.

თევზები
გაფრთხილდით, გაურკვევლობის გამო შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ. ნაკლები ემოცია გამოავლინეთ და მეტი დაკვირვებულობა. მოიწესრიგეთ გრძნობები. მშვიდად გაანალიზეთ მომხდარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0