3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

03/12/2019

ვერძი
დღევანდელი დღე პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. წარმატება გელით ახალი საქმის წამოწყების შემთხვევაში.

კურო
დასვენების დღეებამდე მიმდინარე საქმეებს მიხედეთ. დღევანდელი დღე შეგიძლიათ მეგობრების კომპანიაში გაატაროთ. თუ სადმე გაემგზავრებით, გზაში მხოლოდ წარმატება და ბედნიერება შეგხვდებათ. ქვა

ტყუპი
იყავით მიზანმიმართული და გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა. ამ დღეს სირთულეებს ადვილად გადალახავთ. გახსოვდეთ იყავით ყურადღებიანი და დროდადრო დასვენებაზეც იფიქრეთ.

კირჩხიბი
ამ დღეს დიდი ძალისხმევა და მობილიზება დაგჭირდებათ. ფინანსურ საკითხებში პრობლემები იმატებს. ეცადეთ, შემოსავლის ახალი წყაროები მოძებნოთ. ენდეთ მეგობრების რჩევას.

ლომი
მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შემოსავლები, მაგრამ იძულებული გახდებით თითქმის ყველაფერი დაახარჯოთ ბავშვებს ან მთელი ოჯახის დასასვენებლად წასვლას.სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან.

ქალწული
დღის მეორე ნახევარს საინტერესო ადამიანთა გარემოცვაში გაატარებთ. თქვენთვის ჩვეულებრივი დღეა, არანაირი სიახლე არ გელით. ერთფეროვნებას თავადვე უნდა დააღწიოთ თავი, რადგან სხვებთან ურთიერთობა გაგაღიზიანებთ.

სასწორი
თავი მოგაბეზრათ რუტინულმა სამუშაომ, კარგა ხანია, იმის სურვილი გკლავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული მოხდეს. განტვირთვის დღე მოიწყეთ, თუ ვერ მოახერხეთ, მაშინ დღის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი შესაძლოა, თანამშრომლებთან წვრილმანი უსიამოვნება მოგივიდეთ.

მორიელი
შემოქმედებითად მიუდექით ყველა საქმეს და შეეცადეთ იდეები,რომლებიც დღეს გეწვევათ არ უგულველყოთ.

მშვილდოსანი
პოზიტიური იქნება, თუკი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობით, რადგან სიტუაციაში, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით, ძნელი იქნება ლოგიკის მეშვეობით გარკევა. თუმცა თქვენ საიმედო მოკავშირეებს იპოვნით, რომელთა დახმარებითაც მაქსიმალურ შედეგს მიაღწევთ.

თხის რქა
დღეს ძალიან პროდუქტიული იქნება საქმიანი მოგზაურობა და პარტნიორებთან კონტაქტები, განმტკიცდება მეგობრული და ოჯახური ურთიერთობები. შესაძლოა, ცოტაოდენი დაბნეულობა იგრძნოთ, რისგანაც განრიგის ზუსტად შედგენა გიხსნით.

მერწყული
დღეს, მოხვდებით გაორებულ სიტუაციაში, დაგჭირდებათ ტაქტი და თავშეკავებულობა. სასიყვარულო შეხვედრა უკეთესია გადადოთ, არაფერ კარგს ის არ მოგიტანთ. საღამოს თქვენი შვილები გაანებივრეთ ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით.

თევზები
დღეს საკუთარ თავს თავადაც ვერ გაუგებთ და თქვენ გარშემომყოფთ ამაზე ნუ მოსთხოვთ პასუხს. ჯობია მოძებნოთ ისეთი ადამიანი ვინც მოგისმენთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0