6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 48.61%-ით გაიზარდა

12/07/2017

6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 48.61%-ით გაიზარდა. აეროპორტებით ისარგებლა 1 609 183 მგზავრმა
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს ყველა აეროპორტში:
• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1 287 228 მგზავრს. +44.11%
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. აეროპორტი მოემსახურა 184 840 მგზავრს
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 133 418 მგზავრს მოემსახურა, +43.95%
• მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა +95.58%
ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა
6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი . ზრდა + 39.48%
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ
ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.7 ტონა შეადგინა, +40.07%

Tweet about this on TwitterShare on Facebook0