6 წლამდე ასაკს მიუღწეველი ბავშვების მშობლების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია

04/06/2016

ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ 6 წლამდე ასაკს მიუღწეველი ბავშვების მშობლების პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია. ამის შესახებ განათლების მინისტრმა 6 წლამდე ასაკს მიუღწეველ ბავშვების სკოლაში შეყვანასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ასეთ ბავშვებთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას მისი აზრით, ძალიან მეცნიერული და სიღრმისეული საფუძველი ჰქონდა.

„მშობლის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ, რომ მშობელი თავისი შვილის მომავალზე ზრუნავს და ეს მშობლები რასაც ითხოვენ ძალიან ბუნებრივია და სწორია, მეორე მხრივ, ჩვენ ისეთი სისტემის აშენებაზე ვზრუნავთ, რომელიც ბავშვს გრძელვადიან პერიოდში, ბედნიერ და გამართულ ადამიანად გაზრდის. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამისთვის ცოტათი ვინმესთვის გულის დაწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, ეს ნაბიჯი ერთად უნდა გადავწყვიტოთ და გადავდგათ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0