იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში, ქვემო ქართლის რეგიონი გამარჯვებული გახდა

06/04/2023

იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში, ქვემო ქართლის რეგიონი, კიდევ ერთხელ გახდა გამარჯვებული. რეგიონის მუნიციპალიტეტები აქტიურად მონაწილეობენ ისეთ საგრანტო პროექტებში, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვაზე არიან ორიენტირებულები.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვესწრები პროექტის გახსნას, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში განხორციელდა. გრანტის მოცულობამ 82,243 $ შეადგინა. პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტმა შეიძინა ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას და მუნიციპალიტეტს დაეხმარება მეტად იზრუნოს ეკოლოგიაზე, გაუფრთხილდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. დღემდე, ამ პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსდა სამი პროექტი, კერძოდ, წალკის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში” – გიორგი დოხტურიშვილი.

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის, „მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენა“, გახსნის ცერემონიალს გიორგი დოხტურიშვილი იაპონიის ელჩთან საქართველოში, იმამურა აკირასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, კენან ომაროვთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ერთად დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0