ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

აქტიურად მიმდინარეობს ფერსა-მუგარეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 265 693 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი 1065 მეტრზე დაიგება.

ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

Visited 221 times, 1 visit(s) today