ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, ყიფშიძეების უბანში შიდა საუბნო გზის 102 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
გზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა.
კომისიის წევრებმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართეს.
Visited 181 times, 1 visit(s) today