ჭალა-პერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება

ჭალა-პერევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება. ამჯერად 1 კილომეტრი და 600 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ასფალტი. ამ დროისთვის არსებული ასფალტის საფარის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციას შპს “ჰედეფ ჯორჯია” ასრულებს, სახელშეკრულებო თანხით 399,550 ლარი.

Visited 285 times, 1 visit(s) today