ზედა აჭყვაში ფერდასამაგრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ზედა აჭყავში, გორგაძეების მიმართულებით სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე ფერდასამაგრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დამცავი კედელები და გაბიონები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის განხორციელებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 59 000 ლარი დაიხარჯება.

Visited 145 times, 1 visit(s) today