თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას – ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.
„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც“ – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
Visited 277 times, 1 visit(s) today