წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ბესიკ ფარცვანიამ ისაუბრა მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროექტირების მიმდინარეობაზე, მიმდინარე და დასრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. ასევე ისაუბრა ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც აქცენტი დაავადებათა ინტეგრირებული მართვის მოდელის შემუშავებასა და დანერგვაზე გაკეთდება.
Visited 162 times, 1 visit(s) today