ფაშიზმზე გამარჯვების 74–ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისში მხარისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მოისმინეს ომის ისტორიები.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სამტრედიასა და თერჯოლაში მცხოვრებ ვეტერანებს ოჯახში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. იმერეთის რეგიონში 72 ვეტერანი ცხოვრობს და თითოეულ მათგანს ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულადი დახმარება გაეწიათ.
Visited 113 times, 1 visit(s) today