ჯაბა სამუშიამ თემქაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
დეპუტატის ინფორმაციით, თემქაზე, მე-11 მიკრო რაიონის, მე-2 კვარტალის, 24-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შიდაკვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზებზე არსებული ორმოულების შეკეთების პროცესი მიმდინარეობს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, თემქის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი უახლეს პერიოდში იქნება აღდგენილი. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საგზაო სამუშაოები უკვე დაიწყო, რომლის დასრულება ერთ თვეშია დაგეგმილი.

Visited 168 times, 1 visit(s) today