ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი დედოფლისწყაროში

ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს დიდების მემორიალი მუნიციპალიტეტის ხემძღვანელებმა გვირგვინით შეამკეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კულტურის მუშაკებმა და რიგითმა დედოფლისწყაროელებმა მიაგეს. ღონისძიებას ომის ვეტერანებიც ესწრებოდნენ. საზოგადოებამ მათ მიმართ მადლიერება და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. გამარჯვების სამოცდამეთერთმეტე წლისთავს 13 დედოფლისწყაროელი ვეტერანი აღნიშნავს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 თებერვლის N04 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე მათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქრის სახით ერთჯერადად 250 ლარი მიიღეს..

Visited 175 times, 1 visit(s) today