საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში, სხვადასხვა ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემები, დაიგო და მოპირკეთდა გზები.
მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Visited 138 times, 1 visit(s) today