საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან საქართველოში ლაილა ომარ გადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე – განსაკუთრებით სკოლამდელი განათლების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება კი, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე გამახვილდა.
Visited 140 times, 1 visit(s) today