ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებ

03/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარე უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოუსმინოს მათ და არ გადაიდგას მყისიერი ნაბიჯები.
აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ჟურნალისტების კითხვებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც უპასუხა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0