სამუშაო შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სოფლებში შინაური ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაციების, ბრუცელოზზე სეროლოგიური კვლევებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის ღონისძიებების დროულად და ეფექტურად ჩატარების შესახებ ისაუბრეს. გამგებლის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სოფლებში აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებაში გაუწევენ დახმარებას.

Visited 187 times, 1 visit(s) today