წყალტუბოში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2017 წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო. რგფ- მიერ წელს 3376662 ლარით ფინანსდება- 9, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1 352 852 ლარით 21 პროექტი. პროორიტეტულია სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია. ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის, გამსახურდიას, ახალგაზრდობისა და ლორთქიფანიძის მე-2 ჩიხის ასფალტო- ბეტონის საფარის მოწყობის, ასევე სოფელ სორმონში ეკლესიასთან მისასვლელი გზისა და ბროწეულას გზის რეაბილიტაციის სამუშაობი დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და გამგებლის მოადგილემ გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერეს.

Visited 135 times, 1 visit(s) today