„CEFC China Energy“-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

31/08/2016

საქართველოს მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China Energy“-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ძიანძუნი ეწვია. „CEFC China Energy“-ი ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი კორპორაციაა. ის ავტორიტეტული Fortune Global 500-ის ლისტინგშია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს 500 კორპორაციას აერთიანებს.
პირველი შეხვედრა ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტის დროს განხორციელდა, რომლის დროსაც დაადასტურეს, რომ „CEFC China“-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს. მისი მეშვეობით „CEFC China“-ი განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში.
„CEFC China“-ის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორპორაცია „CEFC China Energy Company Ltd“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ბიზნეს და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში. მისი მიზანია მხარეებს შორის მოხდეს საინვესტიციო პროექტების განხილვა, „CEFC“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი, კომუნიკაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0