China-Eurasian Economic Cooperation Fund საპარტნიორო ფონდში

20/07/2016

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო განიხილეს. თავის მხრივ, China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს ჩინური ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის პირველ პირებს ფონდის მანდატი, ფუნქცია და პრიორიტეტები გააცნო. ჩინური ფონდი საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის პროექტებში ფინანსური თანამონაწილეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და ფინანსური დირექტორი გიორგი ციმაკურიძე ესწრებოდნენ. ჩინეთის საინვესტიციო ფონდის მხრიდან კი შეხვედრაში China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის ხელმძღვანელი პირები სან ჰონგჰუი, ლინ განგი და ლიუ სიაოლეი იღებდნენ მონაწილეობას.
China-Eurasian Economic Cooperation Fund-ის დელეგაცია საქართველოში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს ეცნობა. ჩინური მსხვილი ფონდი შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გამართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0