„Tbilisi Open Air“ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსები დაინიშნა

28/07/2016

თბილისის მერია „Tbilisi Open Air“ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსებს ნიშნავს, რომლებიც 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 14:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოძრავებენ.
უფასო მუნიციპალური ავტობუსები 10-15 წუთის ინტერვალით, მეტრო „დელისი“-დან გავლენ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის N1-თან მობრუნდებიან, გზას ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განაგრძობენ და იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ივანე ბერიტაშვილის ქუჩების მეშვეობით ლისის ტბაზე ავლენ.
უკუმიმართულებით მორაობისას გაივლიან ბერიტაშვილის, ბუდაპეშტისა და ვაკელის ქუჩებს, ჩაუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და კვლავ მეტრო „დელისთან“ გაჩერდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0