თელავის მერი არქტიტექტორებს შეხვდა

24/02/2017

თელავის მერმა პლატონ კალამხელიძემ არქიტექტორებთან შეხვედრა გამართა. ქალაქის მერმა არქიტექტორებთან ერთად ისაუბრა იმ ახალ სტანდარტებზე, რომლებიც მთავრობის დადგენილებით, შენობის პროექტირებისას, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურ დაცვას ეხება და შესთავაზა მათ, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ნორმების უკეთ გასაცნობად დახმარება. შეხვედრას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კიკნაძე და მერიის მთვარი არქიტექტორი გოგი წიქარაძე ესწრებოდნენ. მთავრობის მიერ მიღებული 2016 წლის დადგენილებით, შეიცვალა ე.წ. მე-3, მე-4 და მე-5 კლასის შენობების პროექტირების წესი, სადაც განსაკუთრებული პრიორიტეტი უსაფრთხოების ნორმების რეგულაციებს მიენიჭა, მათ შორის: სახანძრო, საევაკუაციო, სამშენებლო მასალის შერჩევა ცეცხლგამძლეობაზე და სხვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0