სადგურის ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდა

22/03/2017

ტყიბულის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდა. ხიდზე გადასასვლელთან დაიგო ბეტონის საფარი. აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ტრანსპორტით გადაადგილების დროს მძროლთა უკმაყოფილებას იწვევდა. ბეტონის საფარი, ასევე დაიგო ბაზართან მისასვლელ გზაზე. სადგურის ტერიტორიაზე შეკეთდა დაზიანებული შადრევანი, მის ირგვლივ დაიდგა 6 ძელ- სკამი, სადაც მგზავრებს დასვენების შესაძლებლობა მიეცათ. მიმდინარე სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დაათვალიერა. ადგილზე ასევე იმყოფებდა გამგებლის მოადგილე გიორგი ლომთაძე და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზაზა ზოსიაშვილი. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალურმა გაერთიანებამ უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0