მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა

03/01/2018

პანკისში, კახეთის გუბერნატორი მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი გასული წლის 29 დეკემბერს, ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხებოდა.

“შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. ვესაუბრე 30-მდე ადგილობრივს და მათ შორის უხუცესებს. გავცვალეთ ინფორმაციები. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ სპეცოპერაციის შესახებ. ვისაუბრეთ, რომ მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება, რისთვისაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. როგორც ხეობის მცხოვრებლები, მეც მათ შორის ველოდები გამოძიების შედეგებს, მანამდე კი რაიმე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო და პერიოდულად კიდევ ვგეგმავ ასეთ შეხვედრებს ხეობის მოსახლეობასთან”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0