გიორგი კვირიკაშვილს პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარედ 14 მაისს წარადგენენ

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა 14 მაისს გაიმართება. ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.

“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა”, – განაცხადეს პარტიაში.

Visited 123 times, 1 visit(s) today