გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ პირებს შეხვდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს – ჟან ჟამბონს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში – დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს – იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
გიორგი მღებრიშვილი ასევე სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

Visited 137 times, 1 visit(s) today