გოჩა ენუქიძე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებული სოფლები – ღები, გონა და თევრეშო მოინახულა და ადგილზე გაეცნო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. სოფლის მცხოვრებლებს მის აღმოფხვრაში დახმარებას დაპირდა.
გასულ კვირას მოსულმა უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარეებმა გამოიწვია მეწყერი, დააზიანა ხიდები, გზები და ნაპირსამაგრები. აგრეთვე დაიტბორა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.

Visited 193 times, 1 visit(s) today